ააიპ თეოდორე ტარსელის დისტანციური სწავლების ცენტრი-Theodore of Tarsus DLC
Description
თეოლოგიის წმინდა თეოდორე ტარსელის სახელობის დისტანციური სწავლების ცენტრი
Tell your friends
RECENT FACEBOOK POSTS
facebook.comგიორგი გვასალია- იოსების აღზევება ეგვიპტეში წმინდა თეოდორე ტარსელის დისტანციური სწავლების ცენტრი
წმინდა თეოდორე ტარსელის სახელობის დისტანციური სწავლების ცენტრი, დოგმატური ღვთისმეტყველების, ეკლესიის ისტორიის, პატროლოგიისა და ძველი აღთქმის შემდე, იწყებს ახალი აღთქმის მოდულს, რომელსაც თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი- გრიგოლ ხაჭაპურიძე გაუძღვება. მოდული 50 ლექციისაგან შედგება, რომელთაგანაც 25 სახარებისეული ეპიზოდების, ხოლო 25 კი მოციქულთა საქმეებისა და ეპისტოლეების განხილვას ეძღვნება. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ცენტრის FACEBOOK გვერდზე ან შემდეგ მისამართზე- d.theology2016@gmail.com
,,ლონდონის მაცხოვრის შობის ტაძარი, 22 ოქტომბერს, გიწვევთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე "თბილისობა 2017". ღონისძიების ფარგლებში გაწერილი პროგრამა გაგრძელდება 13:00 დან 18:00 მდე. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ქართულ სიმღერისა და ცეკვის კონცერტს, მიიღონ მონაწილეობა ყურძნის დაწურვასა და ჩურჩხელის ამოვლებაში. გაიმართება შეჯიბრება ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში. დაგეგმილია შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, რომელთა გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. მობრძანებულ სტუმრებს, საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული, ტრადიციული კერძები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისობის დღესასწაულზე ლონდონში.''
,, ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო, მართლმადიდებლობას საკუთარი თავის დასაცავად არ ჭირდება არანაერი ფანატიზმი ან სიძულვილი. ვისაც სწამს, რომ მართლმადიდებლობას აქვს ჭეშმარიტება, არ ეშინია დიალოგის, რადგან ჭეშმარიტებას დიალოგი ვერასდროს ჩააგდებს საფრთხეში. საპირისპიროდ, როდესაც დღეს, ყველა ადამიანი ლამობს, რომ საკუთარი განსხვავებულობანი დიალოგით გადალახოს, მართლმადიდებლობას არ შეუძლია გამოიწვიოს არატოლერანტობა და ექსტრემიზმი.''
წმინდა თეოდორე ტარსელის სახელობის დისტანციური სწავლების ცენტრის მიერ გამოცემული წიგნი უკვე იყიდება, წიგნი შეგიძლიათ მოიკითხოთ საეკლესიო მაღაზიათა ქსელში (კოტე აფხაზის ქუჩაზე) სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ასევე საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტათვის წიგნი იყიდება სპეციალური ფასდაკლებით სასულიერო აკადემიის შენობაში.
წმინდა თეოდორე ტარსელის დისტანციური სწავლების ცენტრმა ბერძნულიდან ქართულად თარგმნა და გამოსცა, ცნობილი თანამედროვე თეოლოგის- იოანე კარავადოპულოსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. თავად ავტორი წლების მანძილზე მოღვაწეობდა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში, რა პერიოდშიც არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა ჩაატარა, დაამუშავა და გამოსცა. წინამდებარე წიგნში საღვთისმეტყველო კუთხითაა განხილული პავლე მოციქულის ტყვეობისას შექმნილი ეფესელთა, ფილიპელთა, კოლასელთა და ფილიმონის მიმართ გაგზავნილი ეპისტოლეები. თავად წიგნი დაახლოებით 460 გვერდია, ქართულად მისი თარგმნის იდეის ავტორია არქიმანდრიტი დოროთე ბარბაქაძე, ბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ, ფინანსური დახმარება გაწია ნანა გოთუამ, ხოლო მისი რედაქტორია ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი მიქაელ გალდავა. წმინდა თეოდორე ტარსელის დისტანციური სწავლების ცენტრი პარალელურად მუშაობს სხვა სახელმძღვანელოთა ქართულად თარგმნა-გამოცემაზე, რომლის შესახებაც სამომავლოდ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
,,გეხვევით ჩვენო უნეტარესო ძმაო, აღვსილნი სადღესასწაულო განწყობით, ძმური სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით თქვენი პიროვნებისა და თქვენი საქმეების მიმართ.'' თქვენი დიდად მოყვარული და თქვენი სამსახურისათვის მუდამ მზად მყოფი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი.''
,,მამა სერაფიმეს მოწაფეთა შორის ჰყავდა ბატონი მოტოვილოვი, ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი. ეს პიროვნება თავის ნააზრევს წმ. სერაფიმეს მიაწერდა, ოღონდ ეს ნააზრევი აბსოლუტური აბსურდი და სისულელეა. მაგ: მოტოვილოვი წერდა რუს მეფეებს- ნიკოლოზ პირველს და ალექსანდრე მეორეს, თითქოს მამა სერაფიმე ითხოვს მათგან, რომ შეავედრონ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერთ-ერთი ადამიანის დალოცვა, ეს ადამიანი გახლდათ სამხრეთ ამერიკულ შტატებში არსებული ჯარების მეთაური და მისი დალოცვა იმიტომაა საჭირო, რომ ამერიკაში სამამულო ომი მიმდინარეობდა. თუმცა ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ მამა სერაფიმე გარდაიცვალა ამერიკაში სამამულო ომის დაწყებამდე 30 წლით ადრე, თუმცა ომის დროს მოტოვილოვი ცოცხალი იყო და აგრძელებდა სერაფიმე საროველის სახელის გამოყენებას...ასევე თითქოს წმ. სერაფიმე ამბობდა, რომ მოსკოვი და პეტერბურგი გაერთიანდებიან და ერთ ქალაქს შეადგენენ და აქ დაიბადება ანტიქრისტე, რომ კონსტანტინოპოლი რუსების იქნება. ''
შეხვედრის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: ,,დღეს ჩვენ ვეწვიეთ პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში, რომელიც საუკუნეების წინ აშენდა, ეს არის სიმბოლო ათასწლეული რწმენის, რომელიც აძლიერებდა ამ ქვეყანას. მე ასევე წმინდა წერილის ერთ-ერთი ნაწილი მახსენდება - ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში - ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ძალისხმევაში. დღეს ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი საქართველოს მიმართ და დარწმუნებული ვიქნებით, რომ ერთ-დღეს ჩვენ მოკავშირეები გავხდებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის თვალსაზრისით. ამას ვაკეთებთ რწმენით, საკუთარი თავის ნაბიჯების რწმენით, ამ ძველი მიწის ამაყი ხალხის სიძლიერის რწმენით, ჩვენი მთავარსარდლის, დონალდ ტრამპის კურსის სისწორის რწმენით, ღმერთის წყალობის რწმენით. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა და საქართველო თავისუფლები მომავალში ერთად იქნებიან”