Top Local Places

Qartuli Martlm. Eklesia Münchenshi/ ქართული მართლმ. ეკლესია მიუნხენში

Kristallstrasse 8, Munich, Germany
Religious Organization

Description

ad


RECENT FACEBOOK POSTS

facebook.com

ქ. შტუტგარტის მრევლის საყურადღებოდ ამ შაბათს, 3 ივნისს წირვა აღევლინება ქ. შტუტგარტის ქართულ სამრევლოში. ტაძარი აღსარებებისთვის ღია იქნება 08:30 სთ.-დან, წირვას 10:00 სთ.-ზე დავიწყებთ. შაბათს მიცვალებულთა საყოველთაო ხსენებაა და წირვის შემდეგ გადავიხდით პანაშვიდს ჩვენი მიცვალებულებითვის, ასევე იკურთხება საკურთხი. "სულიერი საუბარი" ამჯერად არ ჩატარდება. ტაძრის მისამართია: Steigerwaldstrasse 10, 70469 Stuttgart

facebook.com

Timeline Photos

როგორც აღდგომა აღინიშნება სარწმუნოებაში, ისევე უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საერო დღესასწაულებს შორის. ისე ღრმად, გააზრებულად, ყოვლისმომცველად და საყოველთოდ უნდა ვდღესასწაულობდეთ ამ დღეს, ისე ღრმად უნდა აღიბეჭდოს მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით ახალგარდების და ბავშვების გონებაში, რომ ვერავინ, ვერასდროს ვეღარ შეძლოს საქართველოს თავისუფლების ხელყოფა და მისი ღალატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ღმერთმა დალოცოს საქართველოს თავისუფლება!

Timeline Photos
facebook.com

ჩვენ დაგვემართა ყველაზე საშიში რამ ნდობაა დაკარგული და ღირებულებები გაუფასურებული. სახელმწიფოს ხელშეუხებელი სახე გაიაფდა, სასამართლოს სიმართლის აღარ ჯერა ადამიანს, ადვილად შეიძლება დანაშაული დანაშაულად აღარ ჩაითვალოს, ნებისმიერი სისაძაგლის გამართლებაც შესაძლებელია, მთავარია თავხედობა გეყოს და მოქნილი საუბრით სოფისტივით დაარწმუნო ხალხი, სასულიერო პირი აშკარად, მისი ხარისხისთვის სრულიად შეუფერებლად იქცევა და ამასაც შევეჩვიეთ, ტელევიზიებში ყველაზე სასურველ სტუმრებად ასეთნი არიან მიჩნეული, თითქოს ნორმად იქცა ეს ყველაფერი. რა დაგვემართა? - დაგვემართა ის, რაზეც დიდი ხნის წინ გვაფრთხილებდა დიდი ფილოსოფოსი; ამდენი დაუფიქრებლობის და შეცდომების შედეგად, გაუფასურდა ყოველივე და უკვე სიმართლის მტრებად და მოძულეებად გადავიქეცით. როცა სოკრატე სულის მარადიულობაზე კამათობს მოწაფეებთან, ერთ მომენტში შეჩერდება, აფრთხილებს მოწაფეებსაც და საკუთარ თავსაც და ამბობს: - რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, უპირველეს ყოვლისა, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ყველაზე დიდ საშიშროებას ავცდეთ; კერძოდ, აზრის (მსჯელობის, სიტყვის) მოძულეებად არ გადავიქცეთ. აზრის სიძულვილი ისევე ჩნდება კაცში, როგორც ადამიანების სიძულვილი. ეს კი ასე ხდება: თუ ადამიანი დაფიქრების გარეშე, სრულიად უსაფუძვლოდ და უზომოდ ენდობა ვინმეს, რადგან უცოდინრობის გამო ზედმიწევნით სანდო და პატიოსანი ჰგონია იგი, მაგრამ მალე დარწმუნდება, რომ შეცდა, შემდეგ ასევე დაუფიქრებლად მიენდობა სხვას და ისიც იმედს გაუცრუებს, შემდეგ თუ კიდევ მრავალჯერ შეემთხვევა იმედგაცრუება, საბოლოოდ ყველა სძულს და ვერავისში ვეღარ ხედავს სიწმინდეს და პატიოსნებას. ასე ემართება კაცს ადამიანების სიძულვილი და სწორედ ამგვარადვე, მრავალი აზრის დაუფიქრებლად დაჯერების და იმედგაცრუების შედეგად ჩნდება ჭეშმარიტების სიძულვილიც. საბოლოოდ არცერთი სიმართლის აღარ ჯერა ადამიანს და გაუფასურებულია მისთვის ყველაფერი. მიზეზი ამისა კი ისაა, რომ გულუბრყვილო ადამიანი წინასწარი ცოდნისა და შეფასების უნარის გარეშე უსმენს და იჯერებს ყველას და ყველაფერს. ესაა ყველაზე საშიში, რაც კი საზოგადოებას შეიძლება დაემართოს და ამას უნდა უფრთხოდეს თითოეული ჩვენთაგანი. (პლატონი, "ფედონი" თ. XXXIX) დიდი სიფრთხილე გვმართებს. ღირებულებების გაუფასურება ყველაზე საშიშია საზოგადოებისთვის. დეკ. თ.ლ.

facebook.com

რაშიც სხვას განიკითხავ, დაგემართება შენ? თუ ვინმეს ნახავთ რომ სცოდავს, მიდით და დაარიგეთ თვინიერების სულითო - გვასწავლის დიდი მოციქული პავლე გალატელთა მიმართ წერილში, (თ. 6). ასწავლეთ და დაარიგეთ, ოღონდ დაარიგეთ თვინიერების სულით ანუ ლმობიერად, ყოველგვარი სიამაყისა და ამპარტავნების გარეშე, თავმდაბლურად, შურისძიების სურვილით კი არა, არამედ ადამიანის სიყვარულითო. მაგრამ, იქვე, შემდეგ წინადადებაში გვაფრთხილებს: შენ თავსაც დაუკვირდი, თვითონაც არ ჩავარდე განსაცდელშიო. რას ნიშნავს ეს, რატომ გვაფრთხილებს იქვე, რომ საკუთარ თავსაც დავუკვირდეთ? გამოგვიცდია და ბევრმა იცის, რომ ხშირად ის ცოდვა, რაც ასე გვაღიზიანებს და გვაბრაზებს სხვაში, გაუცნობიერებლად გვაწუხებს თვითონ ჩვენ. ეს გარკვეულ ცრუ რწმენადაც კი გადაიქცა ქრისტიანებს შორის და ამბობენ ხოლმე, რაზედაც სხვას განიკითხავ, თვითონ შენ დაგემართებაო. სინამდვილეში, მომავალში კი არ დაგემართება (როგორც სასჯელი განკითხვისთვის), არამედ, იმიტომ შეამჩნიე და გაგაღიზიანა, რომ უკვე შეგემთხვა, უკვე გაწუხებს და გაცდუნებს იგივე ცოდვა, უკვე გებრძვის შინაგანად და ამიტომ გაბრაზებს იგივეს ხილვა სხვაში. როცა შენს თავში ჯიუტად არ გინდა ამის დანახვა, აღიარება და მასთან ბრძოლა, ულმობელად ებრძვი და გინდა დაამარცხო ის სხვა ადამიანში. იგივე მოციქული ბრძანებს: "თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე (თავისი თავი) და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით."

facebook.com

"სულიერი საუბარი" მიუნხენის ეკლესიაში 21.05.17 ხვალ წირვის შემდეგ ეკლესიაში გაიმართება "სულიერი საუბარი". საუბრის თემა იქნება: "როგორ იღვიძებს ცოდნა". ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ ღმრთისაგან ადამიანში დაბადებიდან ჩადებულია ცოდნის და შემეცნების უნარი. მთავარია მასწავლებლის მიერ ამ უნარის გაღვიძება. ანუ სწავლა არის აღმოჩენა "კვლავგახსენება" იმისა, რაც სულს და გონებას ბუნებითად გააჩნია. წავიკითხავთ საინტერესო ტექსტს ანტიკური ფილოსოფიიდან.

facebook.com

"სულიერი საუბარი" მიუნხენის ეკლესიაში 21.05.17 ხვალ წირვის შემდეგ ეკლესიაში გაიმართება "სულიერი საუბარი". საუბრის თემა იქნება: "როგორ იღვიძებს ცოდნა". ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ ღმრთისაგან ადამიანში დაბადებიდან ჩადებულია ცოდნის და შემეცნების უნარი. მთავარია მასწავლებლის მიერ ამ უნარის გაღვიძება. ანუ სწავლა არის აღმოჩენა "კვლავგახსენება" იმისა, რაც სულს და გონებას ბუნებითად გააჩნია. წავიკითხავთ საინტერესო ტექსტს ანტიკური ფილოსოფიიდან.

facebook.com

ვინმემ მანახეთ ერთი ადგილი სახარებიდან, სადაც უფალი ჩვენი, იესო ქრისტე ცოდვილებს სდევნის, არბევს ან ავიწროვებს. ერთხელ, როცა სამარიელთა სოფელში უბრალოდ არ შეუშვეს, მისი მოწაფეები გაბრაზდნენ და შესთავაზეს, დავსჯით ამათო; ვილოცებთ, რომ ცეცხლი გადმოვიდეს ზეციდან და ამოხოცოს ეს ცოდვილნიო. იესო მიუბრუნდა, გაუჯავრდა და უთხრა: არ იცით, ვისი სულისანი ხართ?! სიცოცხლის დასაღუპად კი არ მოვსულვარ, არამედ გადასარჩენადო. მშვიდად გაერიდა მათ, ვინც არ მიიღო და სხვა სოფელში წავიდა საღმრთო მოძღვრების საქადაგებლად. ასეთია იესო ქრისტე - ქრისტიანთა ღმერთი. (ლუკას სახარება თ.9)

facebook.com

ქრისტიანის ცხოვრებისგან განუყოფელია იაკობ მოციქულის ეს სიტყვები: "რას ელოდება...ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კი ეს რწმენა, რომ გადაარჩინოს იგი. თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია, ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კი არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის? ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია." (იაკ. თ.2,14-17) ე.ი. ქრისტეს მოციქული ამბობს, რომ თუნდაც სულ ადამიანების დალოცვაში და ლოცვა-კურთხევაში იყო, თუ საქმით არ დაეხმარე და არ მიეცი მათ, რაც ხორციელად ჭირდებათ, ფუჭია შენი რწმენა. უფრო გასაგებად: მაგალითად, პატიმარს რომ მოინახულებ და გულითადად დავლოცავ ციხეში, იქიდან გამოსულს თუ არ გადარდებს, რომ როგორმე ფულიც უნდა შეუგზავნო ციხის მაღაზიაში პირველადი საჭიროებების საყიდლად, ფუჭია შენი ლოცვა-კურთხევა. რწმენა მკვდარია საქმის გარეშე.

facebook.com

ჭიათურის მოვლენები და გამწარებული მუშები

სა-17 მაისოდ აბა, ჰკითხეთ ამ კაცს, რა არის მისთვის ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე. სანამ სიწმინდემდე მივალთ, ჯერ გადარჩენაა ოჯახის საჭირო, რომ მშობელმა შვილთან ყოფნა და მისი აღზრდა შეძლოს. მსვლელობები და მარშები არ ჭირდება ოჯახის სიწმინდეს, ამათთვის შრომა და დახმარებაა საჭირო. ოჯახის დღე თუ აღინიშნება, უნდა აღინიშნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ გრანდიოზული საქველმოქმედო აქციებით ოჯახების დასახმარებლად ყველა სოფელში თუ დაბაში, ქალაქსა თუ რაიონში და ამის ორგანიზებას სახელმწიფოსთან ერთად პირველ რიგში ეკლესია უნდა აკეთებდეს. კარგი, ჩავიარეთ დღეს რუსთაველზე ხატებით, დროშებით და პარაკლისებით. შემდეგ? ხვალ რა ეშველება ამ გატანჯული კაცის ოჯახს? ემახსოვრება ის და მისი ოჯახი ვინმეს? ბოლომდე მოუსმინეთ, რას ამბობს ოჯახზე. ევროპაში ოჯახის დღეები ჰქვია დღეებს, როცა გრანდიოზული ფასდაკლებები და შეღავათები ცხადდება სხვადასხვა პროდუქტებზე თუ სხვა მომსახურებაზე ოჯახებისთვის.

facebook.com

არასდროს გააიგივოთ თქვენი ქრისტიანობა რომელიმე კონკრეტულ პატრიარქთან, ეპისკოპოსთან თუ მღვდელთან. ესენი არიან ეკლესიის ჩვეულებრივი მსახურნი და როგორც ყოველთვის, არსებობს ღირსეული და მოძღვრების მცოდნე მსახურიც და უღირსიც და უცოდინარიც, ერთგულიც და მოღალატეც, თავდადებულიც და ანგარებიანიც. როგორც ეკლესიის წევრებმა ისწავლეთ და მხარში დაუდექით პირველთ და მოერიდეთ და ამხილეთ მეორენი. სასწრაფოდ უნდა დამთავრდეს სასულიერო პირების უპირობო და პიროვნული საკრალიზაცია. სიტყვა და საქმეა მხოლოდ წმინდა და არა ადამიანის გარეგნული ფორმა, სამოსი თუ ტიტული. "ვაი იმ კაცს, რომლის სახელი უფრო დიდია, ვიდრე საქმენი მისნი" - წმ. ალექსი შუშანია

facebook.com

ქორწილი იმისთვის არ გამართულა, რომ სიძე მომკვდარიყო როცა ქრისტიანები ქრისტეს ღვთაებრივი მოძღვრების არსს უგულვებელყოფენ ან როცა ზედაპირულობის და სიზარმაცის გამო არც კი ცდილობენ გაიგონ რას ნიშნავს: "ღმერთი განკაცდა, რათა განიღმრთოს კაცი" ან "აღარ გიწოდებთ მონებს, არამედ ღმრთის მეგობრებს გიწოდებთ", მაშინ მათ ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის მთავარ მიზნად მხოლოდ მისი ტანჯვა, ჯვარცმა და სიკვდილი მიაჩნიათ. ჰგონიათ, თითქოს მხოლოდ იმიტომ განკაცდა ძე ღვთისა, რომ ბოროტი ადამიანებისგან ტანჯვა, ცემა, შეურაცხყოფა და სიკვდილი აეტანა. ასეთი გაგება იგივეა, ვინმე სრულიად გააზრებულად, სიყვარულით და ჭკვიანური განზრახვით რომ დაქორწინებულიყო, ბედნიერი ქორწილი გადაეხადა, ხოლო წამოსულ მაყრიონს გზაზე ვინმე გაბოროტებული და უპასუხისმგებლო, ნასვამი მძღოლი რომ დაჯახებოდა და სიძე მოეკლა. შემდეგ კი ვინმეს ეთქვა: იმიტომ გაიმართა ეს ქორწილი, რომ სიძე მომკვდრიყოო. ხომ იქნებოდა სრული სისულელე ამის თქმა? ასევეა ქრიტეს მოსვლაც - მისი მოსვლის მთავარი მიზანი ახალი მოძღვრების მოტანა იყო, რწმენის განახლება, სულიერი გათავისულება, სიკვდილის შიშის დამარცხება და ადამიანში ღვთის ხატების კვლავ აღდგინება. ამისთვის ტანჯვა და სიკვდილი რომ ელოდა, წინასწარ იცოდა ღმერთმა, თუმცა დაუშვა მასზე ყველა ეს განსაცდელი ადამიანების სიყვარულის გამო. ამიტომ ნუღარ იფიქრებთ, რომ სატანჯველად და სიკვდილისთვის მოვიდა უფალი, გადამრჩენელი მოძღვრების მოსატანად განკაცდა იგი. დეკანოზი თამაზ ლომიძე

facebook.com

Timeline Photos

ხვალ მიუნხენში წირვას აღავლენს ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). წირვა დაიწყება 10:00 საათზე. ხვალ ეკლესია იხსენებს მენელსაცხებლე დედებს. მოემზადეთ წმინდა ზიარებისთვის!

Timeline Photos
facebook.com

Quiz

NEAR Qartuli Martlm. Eklesia Münchenshi/ ქართული მართლმ. ეკლესია მიუნხენში